გურანდა შანიძის ბლოგი
Wednesday, February 6, 2019
Friday, July 10, 2015
ინტელის ტრენინგის რეფლექსია
ინტელის სატრენინგო კურსი, პროექტებით სწავლება, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. გავიარეთ რვა მოდული და შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სასწავლო პროექტების დაგეგმვა, სასწავლო ნიმუშების შექმნა, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის და ა. შ. შევქმენით სასწავლო პროექტის ელექტრონული პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე. გავიუმჯობესეთ ბლოგზე მუშაობის უნარი. ტრენინგით გავეცანი სიახლეებს, რომელთაც წარმატებით გამოვიყენებ ჩემს შემდგომ საქმიანობაში. განსაკუთრებით მომეწონა რესურსები, ეს მასალები გამიადვილებს პროექტებზე მუშაობას. ტრენინგს ვაფასებ დადებითად, იყო ბევრისმომცემი და მასალა საინტერესოდ და გასაგებად იყო მოწოდებული. გმადლობთ. გისურვებთ წარმატებებს.
Thursday, July 9, 2015
მერვე დღის რეფლექსია
განვიხილეთ მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის და მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. შევქმენით ფასილიტაციის მასალები. ვიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებზე და ბლოგზე გაჯეტების დამატებაზე.
Tuesday, July 7, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
გავეცანით ეფექტური პრეზენტაციის შექმნის მოდელს. ვიმუშავეთ პრეზენტაციის დიზაინზე, პრეზენტაციაში ვიდეოს ჩასმასა და დიაგრამების აგებაზე. გავაზიარეთ პრეზენტაციები და ავტვირთეთ ბლოგზე. გავაკეთეთ მოსწავლის შეფასების ფორმა და მოსწავლის თვალით დანახული სავარაუდო ნაშრომი.
Friday, July 3, 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
გავიმეორეთ ნასწავლი მასალა. გავეცანით მოდული 4: სასწავლო ნიმუშის შექმნა.
ვიმუშავეთ ბლოგზე. ბლოგზე დავამატეთ ჩანართები და ვისწავლეთ ვიდეოს და პრეზენტაციის ატვირთვა.ძალიან სასიამოვნო და საინტერესო დღე იყო.
ვიმუშავეთ ბლოგზე. ბლოგზე დავამატეთ ჩანართები და ვისწავლეთ ვიდეოს და პრეზენტაციის ატვირთვა.ძალიან სასიამოვნო და საინტერესო დღე იყო.
Thursday, July 2, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს ძალიან საინტერესო დღე იყო. მივიღე ჩემთვის ახალი ინფორმაცია, რომელიც გამიადვილებს მუშაობას. დღეს განვიხილეთ მოდული 3: კავშირები - გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ და ასევე აქტივობა 3- ინტერნეტისგამოყენება კვლევისათვის. საინტერესო იყო საძიებო სისტემებზე მუშაობა, განსაკუთრებით სპეციალიზებული საძიებო რესურსების გაცნობა.
ვიმუშავეთ Google+ და Drive-ს ფუნქციებზე, რაც მნიშვნელოვნად გამიადვილებს მომავალში სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას.
ვიმუშავეთ Google+ და Drive-ს ფუნქციებზე, რაც მნიშვნელოვნად გამიადვილებს მომავალში სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას.
Subscribe to:
Posts (Atom)