Friday, July 10, 2015

ინტელის ტრენინგის რეფლექსია

 ინტელის სატრენინგო კურსი, პროექტებით სწავლება, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. გავიარეთ რვა მოდული და შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სასწავლო პროექტების დაგეგმვა, სასწავლო ნიმუშების შექმნა, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის და ა. შ. შევქმენით სასწავლო პროექტის ელექტრონული პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე. გავიუმჯობესეთ ბლოგზე მუშაობის უნარი. ტრენინგით გავეცანი სიახლეებს, რომელთაც წარმატებით გამოვიყენებ ჩემს შემდგომ საქმიანობაში. განსაკუთრებით მომეწონა რესურსები, ეს მასალები გამიადვილებს პროექტებზე მუშაობას. ტრენინგს ვაფასებ დადებითად, იყო ბევრისმომცემი და მასალა საინტერესოდ და გასაგებად იყო მოწოდებული. გმადლობთ. გისურვებთ წარმატებებს.

ინტელის პროექტი

Thursday, July 9, 2015

მერვე დღის რეფლექსია

      განვიხილეთ მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის და მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. შევქმენით ფასილიტაციის მასალები. ვიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებზე და  ბლოგზე გაჯეტების დამატებაზე.

Tuesday, July 7, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

         გავეცანით ეფექტური პრეზენტაციის შექმნის მოდელს. ვიმუშავეთ პრეზენტაციის დიზაინზე, პრეზენტაციაში ვიდეოს ჩასმასა და დიაგრამების აგებაზე.  გავაზიარეთ პრეზენტაციები და ავტვირთეთ ბლოგზე. გავაკეთეთ მოსწავლის შეფასების ფორმა და მოსწავლის თვალით დანახული სავარაუდო ნაშრომი.

Friday, July 3, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

       გავიმეორეთ ნასწავლი მასალა. გავეცანით მოდული 4: სასწავლო ნიმუშის შექმნა.
ვიმუშავეთ ბლოგზე. ბლოგზე დავამატეთ ჩანართები და ვისწავლეთ ვიდეოს და პრეზენტაციის ატვირთვა.ძალიან სასიამოვნო და საინტერესო დღე იყო.

Thursday, July 2, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

         დღეს ძალიან საინტერესო დღე იყო. მივიღე ჩემთვის ახალი ინფორმაცია, რომელიც გამიადვილებს მუშაობას. დღეს განვიხილეთ მოდული 3: კავშირები - გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ და ასევე აქტივობა 3- ინტერნეტისგამოყენება კვლევისათვის. საინტერესო იყო საძიებო სისტემებზე მუშაობა, განსაკუთრებით სპეციალიზებული საძიებო რესურსების გაცნობა.
       ვიმუშავეთ  Google+   და Drive-ს ფუნქციებზე, რაც მნიშვნელოვნად გამიადვილებს მომავალში სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას.

Tuesday, June 30, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

        დღეს გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას, რომელიც მოიცავდა პროექტის შეფასების სტრატეგიებსა და მეთოდებს. განვიხილეთ  შეფასების სხვადასხვა მეთოდი, პროექტის მიმდინარეობის ეტაპების მიხედვით და შევადგინეთ ჩვენი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო და აღწერა. შემდეგ განვიხილეთ აქტივობა 5. პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე. ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა.

Friday, June 26, 2015

მესამე დღის რეფლექსია

    ვიმუშავეთ ჩვენს მიერ არჩეული სასწავლო პროექტის მიზნის განსაზღვრაზე. მიზანი განვსაზღვრეთ საგნობრივი სტანდარტისა და 21-ე საუკუნის უნარების მიხედვით. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ირგვლივ შექმნილ პრეზენტაციას და დავწერეთ კითხვები პროექტისთვის. გავიხსენეთ ბლოგის დიზაინში ცვლილებების შეტანა.

Thursday, June 25, 2015

პირველი და მეორე დღის რეფლექსია

     პირველ დღეს გავეცანით ინტელის სატრენინგო  კურსის ძირითად მიზნებს. ვიმუშავეთ პირველ მოდულზე, რომელიც მოიცავდა  მუშაობის პროცესში საჭირო საქაღალდეების შექმნას და მათში დოკუმენტების საჭიროებისამებრ განთავსებას. ასევე გავეცანით  სალექციო კურსს პროექტებით სწავლებაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ პროექტები სასწავლო პროცსში ეფექტურად. გავეცანით სასწავლო პროექტების ნიმუშებს და განვსაზღვრეთ ჩვენს მიერ განსახორციელებელი სასწავლო პროექტის თემა.
    მეორე დღეს განვიხილეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე. გავეცანით ბუკლეტების და გაზეთების ნიმუშებს და შევქმენით ჩვენი თემის შესაბამისი ბუკლეტი.  ყოველი დღის რეფლექსიას ავსახავთ ბლოგზე.