დღეს გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას, რომელიც მოიცავდა პროექტის შეფასების სტრატეგიებსა და მეთოდებს. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, პროექტის მიმდინარეობის ეტაპების მიხედვით და შევადგინეთ ჩვენი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო და აღწერა. შემდეგ განვიხილეთ აქტივობა 5. პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე. ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა.
Tuesday, June 30, 2015
Friday, June 26, 2015
მესამე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ ჩვენს მიერ არჩეული სასწავლო პროექტის მიზნის განსაზღვრაზე. მიზანი განვსაზღვრეთ საგნობრივი სტანდარტისა და 21-ე საუკუნის უნარების მიხედვით. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ირგვლივ შექმნილ პრეზენტაციას და დავწერეთ კითხვები პროექტისთვის. გავიხსენეთ ბლოგის დიზაინში ცვლილებების შეტანა.
Thursday, June 25, 2015
პირველი და მეორე დღის რეფლექსია
პირველ დღეს გავეცანით ინტელის სატრენინგო კურსის ძირითად მიზნებს. ვიმუშავეთ პირველ მოდულზე, რომელიც მოიცავდა მუშაობის პროცესში საჭირო საქაღალდეების შექმნას და მათში დოკუმენტების საჭიროებისამებრ განთავსებას. ასევე გავეცანით სალექციო კურსს პროექტებით სწავლებაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ პროექტები სასწავლო პროცსში ეფექტურად. გავეცანით სასწავლო პროექტების ნიმუშებს და განვსაზღვრეთ ჩვენს მიერ განსახორციელებელი სასწავლო პროექტის თემა.
მეორე დღეს განვიხილეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე. გავეცანით ბუკლეტების და გაზეთების ნიმუშებს და შევქმენით ჩვენი თემის შესაბამისი ბუკლეტი. ყოველი დღის რეფლექსიას ავსახავთ ბლოგზე.
მეორე დღეს განვიხილეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე. გავეცანით ბუკლეტების და გაზეთების ნიმუშებს და შევქმენით ჩვენი თემის შესაბამისი ბუკლეტი. ყოველი დღის რეფლექსიას ავსახავთ ბლოგზე.
Subscribe to:
Posts (Atom)