პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან და აღწერენ ერთ-ერთ მათთვის საინტერესო სოფელს და გამოკვეთენ მის ღირსშესანიშნაობებსა და თავისებურებებს.
პროექტის სრული აღწერა: 4-5 წევრიანი მოსწავლეთა ჯგუფი შეისწავლის ერთ-ერთი სოფლის ისტორიულ წარსულს და ღირსშესანიშნაობებს, კერძოდ: სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას და ბუნებრივ პირობებს. სოფლის სახელწოდების ეტიმოლოგიას.
აღადგენს სოფლის ისტორიულ წარსულს არქეოლოგიური, წერილობითი და ზეპირი წყაროების საშუალებით. შეისწავლის სოფლის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას: მოსახლეობის რაოდენობას, მის ცვლილებებს, ეროვნულ შემადგენლობას, სოფელში გავრცელებულ გვარებს, მეურნეობის ძირითად დარგებს. განიხილავს მოსახლეობის მდგომარეობას სხვადასხვა ისტორიულ დროს, როგორ აისახა სოფელზე კოლექტივიზაცია, მსოფლიო ომები, რეპრესიები.
შეისწავლის სოფლის ეთნოგრაფიულ სახეს: სოფლის ღირსშესანიშნაობებს, რომელი ძეგლები იყო და არის სოფლის ტერიტორიაზე, როგორ მდგომარეობაშია ისინი დღეს, საჭიროებს თუ არა აღდგენით სამუშაოებს, რომელი დღესასწაულები აღინიშნება განსაკუთრებით, რა ტრადიციები აქვს სოფელს. შეაგროვებენ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, თწმულებებს, ლეგენდებს, მოსწრებულ თქმებს, შელოცვებს, წყევლას, საცხოვრებლის ტიპებს, სამუშაო იარაღებს და ა.შ. შეისწავლიან სოფლის ტოპონიმიკას და სოფლის გამოჩენილ ადამიანებს.
მოსწავლეთა ნაწილი ცნობებს შეკრებს ადგილზე, სოფელში. აიღებენ ინტერვიუს სოფლის უხუცესი ადამიანებისაგან, ნაწილი შეაგროვებს ინფორმაციას ინტერნეტით, ბიბლიოთეკაში, არქივსა და მიზეუმში. მოსწავლეები გადაიღებენ ღირსშესანიშნავი ადგილების ფოტოებს, შეაგროვებენ ძველ ფოტოსურათებს, შეაჯერებენ მოპოვებულ ინფორმაციას და მოამზადებენ პრეზენტაციას სკოლაში წარსადგენად.მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
პროექტის ხანგრძლივობა: 6 კვირაპროექტის აქტივობა კლასში: მოსწავლეები ეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას, კვლევას, დაისახავენ მიზანს და მოძებნიან მის გადასაჭრელ გზებს. გამოიმუშავებენ ისტ-ის გამოყენების შესაძლებლობებს. გაიზრდება მათი ცოდნა სოფელთან დაკავშირებულ პრობლემებთან თუ საკითხებთან მიმართებაში. ეჩვევიან მუშაობას მუზეუმსა თუ არქივებში.
მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას: შეიქმნება სოფლის შესახებ ბუკლეტი, სადაც ასახული იქნება ბავშვების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, ასევე ფოტოალბომი სოფლის შესახებ და სოფლის რუკა. შეიქმნება საპრეზენტაციო ფაილი. ყველა ეს მასალა გადაეცემა სკოლის ბიბლიოთეკას, რითაც გაამდიდრებენ მას. შენარჩუნდება ბევრი მნიშვნელოვანი ეთნოგრაფიული ცნობა, რომელიც ხშირად დროსთან ერთად იკარგება. მოსწავლეები შექმნიან ბლოგს და მოპოვებულ ინფორმაციას განათავსებენ მასზე.სარგებელი სხვებისთვის: პრეზენტაციის შემდეგ ბავშვები და დამსწრეები გაეცნობიან სოფლის ისტორიასა და თავისებურებებს დაწვრილებით, მოხდება სხვა მოსწავლეების დაინტერესება აღნიშნული საკითხით. ისწავლიან საკუთარი ისტორიული ძეგლებისა და ფასეულობების გაფრთხილებას, მშობლიური კულტურული გარემოს განუმეორებლობის დაფასებას და პატივისცემას. გაუჩნდებათ მისი დაცვის და ასეთივე კვლევის ჩატარების სურვილი.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია - იკვლევენ სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას და ბუნებრივ პირობებს.
ისტორია - შეისწავლიან სოფლის ისტორიულ წარსულს, ეთნოგრაფიულ თავისებურებებს.ქართული - იძიებენ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და ტოპონიმებს, ადგენენ სოფლის სახელის ეტიმოლოგიას.
მათემატიკა - შეადგენენ სტატისტიკურ ცხრილებს, დიაგრამებს, მოსახლეობის რაოდენობის, ზრდადობა-კლებადობის, მიგრაციის და ა.შ. შესახებ.ისტ - მოიძიებენ მასალას, შეადგენენ ცხრილებს, მოამზადებენ პრეზენტაციას.
პროექტის ფასილიტატორი: გურანდა შანიძე
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: guranda.shanidze@gmail.com
გურანდა,საიტერესოა ძალიან!
ReplyDeleteმადლობა!
ReplyDeleteმომეწონა ძალიან კარგი პროექტია.წარმატებებს გისურვებ!
ReplyDelete